20/07/2018

საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები

მთავარი

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაცის მიღწევები და პერსპექტივები” იმართება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინიციატივითა და ორგანიზებით. კონფერენციის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის შედეგების გაანალიზება, სამომავლო ხედვებისა და იდეების წარმოჩენა, ასევე ბოტანიკური ბაღების საქმიანობის, ბაღებში მცენარეთა კოლექციების შექმნასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და ამოცანების გააზრება, ბოტანიკურ ბაღებსა და ბოტანიკურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული სამეცნიერო კონფერენცია წარმოადგენს ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის “ბიომრავალფეროვნება და საქართველოს” განახლებულ, საერთაშორისო ფორმატს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყოველწლიურად, 2015 წლიდან იმართებოდა.

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ბოტანიკურ ორგანიზებს და ჩენს უცხოელ პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პროექტები, კვლევის შედეგები, სიახლეები, სამომავლო გეგმები, მიმდინარე სამუშაო, შეაჯამონ თანამშრომლობის განვლილი წლები და გაანალიზონ მისი შედეგები.

კონფერენციის თემატიკა

    • მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა და კონსერვაცია საქართველოში
    • ურბანული ბიომრავალფეროვნების კვლევა და მართვის პოლიტიკა
    • საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეები
    • ეთნობოტანიკა საქართველოში
    • ბოტანიკური ბაღები:  კვლევა, კოლექციები და პროგრამები

მასპინძელი ორგანიზაცია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

სამუშაო ენა

ქართული, ინგლისური

ჩატარების ადგილი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში

პროგარამა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამეცნიერო სესიების გარდა მოიცავს ქალაქის ტურს, კონფერენციის შემდგომ ტურს კახეთის რეგიონში. დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა შეგიძლიათ იხილოთ აქ

მხარდამჭერი ორგანიზაციები

პარტნიორი ორგანიზაციები

Top